წითელფიგურული კრატერი და ბერძნული მითოლოგია

პროგრამის შესახებ

                           წითელფიგურული კრატერი და ბერძნული მითოლოგია

       მოსწავლეები მოისმენენ საუბრებს ძველ საბერძნეთსა და კოლხეთს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო - ეკონომიკურ  ურთიერთობებსა და მათი მნიშვნელობის  შესახებ. ყურადღება გამახვილებული იქნება ქობულეთში,  ძვ.წ. V ს-ი აღმოჩენილ წითელფიგურულ კრატერზე, რომელიც წარმოადგენს ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს. ვისაუბრებთ ფიჭვნარის კრატერის ოსტატის - ნიობიდების მხატვარის შესახებ, რომელიც ვაზათმომხატველობაში   ნერგავს და აგრძელებს  კედლის მხატვრობის ტრადიციებს, წარმოგვიდგენს სხვადასხვა მითოლოგიურ სიუჟეტებსა თუ სცენებს.

 

     პროგრამა განკუთვნილია:  VIX კლასის მოსწავლეებისათვის.

     პროგრამის ხანგრძლივობა:  60-90 წუთი.

     ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

     საკონტაქტო პირი :    ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25

     პროგრამის კოორდინატორი - თამარ დარჩია

 

გაზიარება